понедельник, 26 апреля 2010 г.







პროექტის სახელწოდება: გაუგებრობის გაკვეთილები ან ვინ დაიცავს რუსულ ენას
მთავარი პრობლემა:რუსული ენის ცოდნის ნაკლებობა,რაც მოსწავლეებს ხელს უშლის ურთიერთობაში.პრობლემის წამოჭრა განაპირობა რუსეთთან ურთიერთობამ. დღევანდელმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ არ უნდა შეაცვლევინოს ბავშვებს აზრი რუსი ერის,რუსული ენის მიმართ,რადგანაც მოსწავლეებში წამოსულია ტენდენცია „ჩვენ არ გვჭირდება და არ ვისწავლით ჩვენი მტრის ენას“.
პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია რუსული ენის შესწავლის პრობლემების გამოკვლევა და შესწავლა
1. „რაშია დამნაშავე რუსული ენა?“ – გამოკვლევა
2. თანამედროვე ახალგაზრდობის რუსულ ენასთან „ურთიერთობის“ მიზეზების გაგება და გამოკვლევა
3. რუსული ენის „დაბინძურების“ გამომწვევი მიზეზების გამოკვლევა
პროექტის შედეგად შეიძლება მივაღწიოთ:
*ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნას
*თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას
*პატივისცემას უცხო კულტურის მიმართ
უცხ.XII.4. მოსწავლე განსაზღვრავს მოსმენის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიას
ბ) მოსწავლე ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (სელექციური მოსმენა)
*ამოკრეფს მხოლოდ საჭირო ინფორმაციას
უცხ.XII.6. მოსწავლე მონაწილეობს ინტერაქციაში
*საკამათო საკითხის წამოჭრისას გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას
*აფასებს მოვლენებს,ფაქტებს,ადამიანებს
უცხ.XII.7. მოსწავლე გაბმულად ლაპარაკობს
*საკამათო საკითხებთან დაკავშირებით გამოხატავს და განმარტავს თავის პოზიციას, მის გასამყარებლად მოჰყავს მაგალითი
უცხ.XII.23. მოსწავლე ტოლერანტულია კულტურული და ინდივიდუალური განსხვების მიმართ
*ავლებს პარალელებს უცხო და მშობლიურ კულტურებს შორის,პოულობს მსგავსებებს,განსხვავებებს
*ავლებს პარალელებს,პოულობს ანალოგიებს,განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის(განცდები,განწყობილებები,დამოკიდებულებები)
შეფასების საგანი და პროცედურები:
პროექტზე დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება,მსჯელობა,კვლევა,ზეპირი პრეზენტაცია.მოსწავლეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით – ჯგუფში თანამშრომლობა,ისტ–ის გამოყენება,პრეზენტაცია,გამოკითხვა)
წინასწარი ცოდნა:
მოსწავლეებმა წინასწარ იციან,რომ მათ თანატოლებს არ უყვართ რუსული ენის შესწავლა და ისინი უპირატესობას ანიჭებენ ინგლისურს.მათ უნდა გამოიკვლიონ პროექტში დასახული მიზნები და ჩაატარონ გამოკითხვები მოზარდებში,რაც საშუალებას მისცემთ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ და ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
კითხვარები,დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაცია,გამოკითხვის შედეგები, ვიდეო–აუდიო მასალები,ჩანაწერები,ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
ვინაიდან საგაკვეთილო პროცესში დროის სიმცირის გამო მოსწავლეთა აღზრდა ვერ ხერხდება,ამ ხარვეზის შევსება შესაძლებელია კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობით.
აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ შევიმუშავეთ შემდეგი საპროექტო კონცეფციები:
1 ჯგუფი– გამოკვლევის ჩატარება „რაშია დამნაშავე რუსული ენა?“
2 ჯგუფი– თანამედროვე ახალგაზრდობა და რუსული ენა – დისკუსიის გამართვა თანატოლებთან
3ჯგუფი – ინტერვიუების აღება მოსახლეობაში და ჩანაწერების გაკეთება – უნდა ისწავლებოდეს თუ არა რუსული ენა საქართველოში
კი
არა
რა საჭიროა?(ფილმებს ხომ ქართულად თარგმნიან)
4 ჯგუფი – რუსული ენის დაბინძურების მიზეზები – კვლევა
საბოლოოდ მოხდება განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია – კონფერენცია თემაზე „ რუსული ენის პრობლემები და მათი აღმოფხვრა“
სასარგებლო სხვებისთვის:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდება კრიტიკული აზროვნების უნარი,გააცნობიერებს ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობას,ჩაერთვება საზოგადოებრივ საქმიანობაში,გააცნობენ თანატოლებს ინტერნეტის მეშვეობით თავიანთ პროდუქტებს.
მოსწავლეთა ასაკი:XI-XIIკლასის მოსწავლეები





ვადები/ხანგრძლივობა: 4თვე





აღნიშნული პროექტი აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისათვის,იგი ხელს შეუწყობს მათ ცოდნისა და საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების დაუფლებაში. მოსწავლეებს შეეძლებათ შეძენილი ცოდნა გამოიყენონ ცხოვრებაში და თავად შექმნან ცხოვრებისეული ღირებულებები.





Комментариев нет:

Отправить комментарий